ლიკვიდირებულია „ჰამასის“ წევრი, რომელიც იარაღის წარმოებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო- რა განცხადებას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები?
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ, ღაზის სექტორზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ იარაღის წარმოების აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, მუჰსინ აბუ ზინას ლიკვიდაცია განახორციელეს.
მათივე ინფორმაციით, მუჰსინ აბუ ზინა"ჰამასის“ იარაღის წარმოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. კერძოდ, ის სპეციალიზებული იყო სტრატეგიული იარაღისა და რაკეტების წარმოებაში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო რაზმზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მისი რამდენიმე წევრი დაიღუპა.