House of the Dragon-ის მე-2 სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია - როდის ვიხილავთ ტარგარიანების გვარის ისტორიის გაგრძელებას? | Allnews.Ge

House of the Dragon-ის მე-2 სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია - როდის ვიხილავთ ტარგარიანების გვარის ისტორიის გაგრძელებას?

House of the Dragon-ის მე-2 სეზონის პრემიერას მაყურებელი 2024 წლის ზაფხულის დასაწყისში უნდა ელოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია HBO-ის წარმომადგენელმა პრესასთან შეხვედრისას გაავრცელა. გარდა ამისა, ჟურნალისტებს მე-2 სეზონის ტრეილერი ექსკლუზიურად აჩვენეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ჯერჯერობით არ ვრცელდება.

House of the Dragon, რომელიც სამეფო კარის თამაშების სამყაროზე გადაღებული სერიალია, პოპულარული გამოსვლისთანავე გახდა. სერიალში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. ამ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით იღებენ.

myquiz