"ხელყუმბარა დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში იყო მოთავსებული" - რა გახდა ვალერი ზალუჟნის მოადგილის დაღუპვის მიზეზი? | Allnews.Ge

"ხელყუმბარა დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში იყო მოთავსებული" - რა გახდა ვალერი ზალუჟნის მოადგილის დაღუპვის მიზეზი?

კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. როგორც Telegram-ზე ვალერი ზალუჟნი წერს, სიკვდილის მიზეზი ხელყუმბარის აფეთქება გახდა.

მისი ინფორმაციით, დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი. არასრულწლოვანი ამჟამად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მინისტრის თქმით, პოლიციამ იპოვა ჩასტიაკოვის კოლეგა, რომელმაც მას საჩუქარი გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოფისი უკვე გაჩხრიკეს და კიდევ ორი ​​მსგავსი ხელყუმბარა ამოიღეს. მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.

myquiz