დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინელ სამხედროებს რუსეთმა "ისკანდერით" დაარტყა - დაიღუპა 20-ზე მეტი ჯარისკაცი: რა მოხდა ზაპოროჟიეში | Allnews.Ge

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინელ სამხედროებს რუსეთმა "ისკანდერით" დაარტყა - დაიღუპა 20-ზე მეტი ჯარისკაცი: რა მოხდა ზაპოროჟიეში

რუ­სეთ­მა სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ზა­პო­რო­ჟი­ეს ერთ-ერთ სო­ფელ­ში უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­ზე. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, ჯა­რის­კა­ცე­ბი 3 ნო­ემ­ბერს ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ სა­რა­კე­ტო ძა­ლე­ბი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 20-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცია და­ღუ­პუ­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქის ბრი­გა­და­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­აა. მისი თქმით, ერთ-ერ­თმა ოფი­ცერ­მა გა­დაწ­ვი­ტა სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია მო­ე­წყო ფრონ­ტის ხაზ­ზე. ცე­რე­მო­ნი­ის დროს, კი რუ­სებ­მა სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.ჯა­რის­კა­ცი დას­ძენს, რომ შე­დე­გად გარ­და ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და­ი­ღუპ­ნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც. pravda.com.ua-ს უკ­რა­ი­ნის შსს-დან წყა­რომ და­უ­დას­ტუ­რა მომ­ხდა­რი.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ცენ­ტრმაც. მათი ცნო­ბით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის 128-ე ცალ­კე­უ­ლი სამ­თო ბრი­გა­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს "ის­კან­დერ M" ტი­პის რა­კე­ტით და­არ­ტყეს. და­ი­ღუპ­ნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი ხოლო ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

"ტე­ლეგ­რამ" არ­ხებ­ზე წე­რენ, რომ და­ჯილ­დო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა, რაც რუ­სეთ­მა ამ­გვა­რი თავ­დას­ხმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

myquiz