"ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა..." - სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან ერთად მონაწილეობს
რუსეთში მიმდინარე პროექტის "უკანასკნელი გმირის" საიუბილეო სეზონის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც პროექტში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგ ნიკოლოზ ქსნელაშვილთან ერთად მონაწილეობს. შოუს დაწყებისთანავე მომღერალი არაერთ სკანდალში გაეხვა. რუსული მედია წერს, რომ ამ დროისთვის შოუში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ნეგატივი "ფაბრიკის" კურსდამთავრებულ ირაკლი ფირცხალავაზე მოდის.
ამ სეზონის სლოგანია „ოჯახურად გადარჩენა“, რის გამოც ცნობილი სახეები და მათი ოჯახის წევრები ტაილანდის კუნძულზე შეიკრიბნენ. ირაკლი ფირცხალავამ ჯერ კიდევ შოუს დასაწყისში გააოცა ყველა, როდესაც მოხუცებული მამა წყალში მიატოვა, თვითონ კი ჩქარობდა კუნძულამდე მისვლას.
მოგვიანებით კი ფირცხალავამ მონაწილეებს - ქართული წარმოშობის ცნობილ რუს ბლოგერ ვიოლეტა ჩიქოვანსა და მის დედას შეუტია. „კონკურსი უნდა მოვიგოთ, მაგრამ გვყავს ასი წლის არაადეკვატური ქალი, რომელიც კამერასთან იტყუება და ცეკვავს. ეს კატასტროფაა.“ - განაცხადა ჩიქოვანის დედაზე ფირცხალავამ.
ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, გაანაწყენა ვიოლეტა ჩიქოვანი, "რაზე ლაპარაკობ? რას ამბობ? რა ასი წლის, ტვინი გაქვს? არ გრცხვენია? ქართველი ხარ თუ არა? მამაჩემი ქართველია, როგორ შეიძლება ასე მოიქცე?" - იყვირა განაწყენებულმა ბლოგერმა და ემოციებისგან ატირდა. იხილეთ სრულად