არესტოვიჩის შურისძიება ზელენსკიზე - როგორ "ამწარებს" პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი, რომელიც თავის დროზე "ქართველების გადარჩენასაც" აპირებდა | Allnews.Ge

არესტოვიჩის შურისძიება ზელენსკიზე - როგორ "ამწარებს" პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი, რომელიც თავის დროზე "ქართველების გადარჩენასაც" აპირებდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ოლექ­სი არესტოვიჩი, რომელიც ზელენსკის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო და მის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ არესტოვიჩმა გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ საუბრისას აღნიშნა.

“დიახ, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ“, - უპასუხა არესტოვიჩმა ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოიქცევა, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმათა შესახებ მისი წინასაარჩევნო პროგრამაა.

„ამ პროგრამაზე სპეციალისტები მუშაობენ. წინასწარ დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. აზრებს, რჩევებს, კრიტიკას - მივესალმებით“, - დაწერა პოლიტიკოსმა.

როგორც ცნობილია, კანონმდებლობით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო, ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს არჩევნები არ ჩატარდეს.

1647352085-arestovichi-1-1650951004-1698997046.jpg

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. არესტოვიჩის თქმით, იმისთვის რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, მაშინ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კი არესტოვიჩის წინასაარჩევნო 14-პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.

„წინადადება კოლექტიურ დასავლეთს - ჩვენ მზად ვართ კისინჯერის შემოთავაზებისთვის - მოვითხოვთ ნატოს შემადგენლობაში შესვლას იმ ვალდებულებით, რომ ნატოში გაწევრიანებისას ბრძოლით არ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, მათ უკრაინის შემადგენლობაში მხოლოდ პოლიტიკური გზით დავიბრუნებთ“, - დაწერა ტელეგრამ-არხზე არესტოვიჩმა.

ამას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის მომხრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, ასე არესტოვიჩი სამაგიეროს უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იუთუბ-არხზე ერთ-ერთი ჩართვისას ზელენსკის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსულე ნაზე მოსაუბრე უკრაინელებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში და ომში მხოლოდ უკრაინულენოვანი მოსახლეობა უნდა წავიდეს - რუსულ ენაზე მოსაუბრეებს კი უნდა ჩამოერთვათ „წმინდა უფლება“ იბრძოლონ სამშობლოსთვის.

ამ და მსგავსი განცხადებების გამო, უკრაინის საზოგადოების ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი პოლიტიკოსის მიმართ და ზოგჯერ რუსეთის აგენტობასაც კი აბრალებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Radio NV-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება არესტოვიჩსა და ზელენკის, ასევე არესტოვიჩსა და პრეზიდენტის მხარდამჭერებს . იხილეღ სრულად

myquiz