ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა | Allnews.Ge

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში, აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან ჯეკ ლუსთან ერთად ჩავიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში გამგზავრებამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობასთან „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შესახებ საუბარს და იმ ნაბიჯების განხილვას გეგმავს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.

ენტონი ბლინკენი ასევე აპირებს განიხილოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების და უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ვიზიტის მესამე პრიორიტეტი “შემდეგი დღის“ განხილვაა, ანუ იმის, თუ „როგორ შეგვიძლია შევქმნათ პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის, გრძელვადიანი, მდგრადი უსაფრთხოება ისრაელებისა და პალესტინელებისთვის.“

აღსანიშნავია, რომ ბლინკენი ისრაელში, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, მესამედ ჩავიდა.

myquiz