ღაზას სექტორი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა- ბოლო ცნობები ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტიდან - რა ხდება რეგიონში? | Allnews.Ge

ღაზას სექტორი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა- ბოლო ცნობები ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტიდან - რა ხდება რეგიონში?

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის ტაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ რეგიონი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. BBC-ის ცნობით, მათ შორის 330-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 76 კი დაშავებული ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პალესტინელია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ap23304847782869-1698823636-1698900653.webp

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 195 პალესტინელი დაიღუპა. მათივე მტკიცებით, 120 ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი, სულ მცირე 777 კი - დაშავდა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის განცხადებით, ბანაკზე თავდასხმა, შეიძლება, ომის დანაშაული იყოს.

ბოლო ინფორმაციით,ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტს 1400-ზე მეტი ისრაელელი და 8 700-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. 239 პირი კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.

myquiz