500-მდე უცხოელს ღაზის დატოვებას შესაძლებლობა აქვს, წასვლა გაცილებით მეტს სურს - რა ხდება ამ დროისთვის ეგვიპტის საზღვართან?
88 დაშავებული და 500-მდე უცხოელი დღეს ღაზის დატოვებას შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ღაზის დატოვების მსურველი კი გაცილებით მეტია.
BBC-ის ცნობით, ამ წუთებში რაფაჰის გადასასვლელთან ასობით ადამიანია შეკრებილი და ელოდება იმას, თუ როდის მისცემთ მათ ეგვიპტე უფლებას, რომ საზღვარი გადაკვეთონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტე საველე ჰოსპიტალს საზღვრიდან 10 კილომეტრში აშენებს. ნაწილი უკვე აშენებულია.