"ცოლ-შვილზე ოცნებობდა, თუმცა მარტოობაში გარდაიცვალა" - მეგობარი ვარაუდობს, რომ ის სამკურნალო პრეპარატმა იმსხვერპლა | Allnews.Ge

"ცოლ-შვილზე ოცნებობდა, თუმცა მარტოობაში გარდაიცვალა" - მეგობარი ვარაუდობს, რომ ის სამკურნალო პრეპარატმა იმსხვერპლა

მსახიობ მეთიუ პერის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავმა სერიალ "მეგობრების" ყველა გულშემატკივარი შოკში ჩააგდო.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ვარსკვლავი საკუთარ სახლში ჯაკუზში დამხრჩვალი იპოვეს - მეთიუს გული გაუჩერდა. თუმცა, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება. გამოძიება აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე არც ნარკოტიკული საშუალებების კვალი და არც ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, დამამშვიდებლებისა და ანტიდეპრესანტების რეცეპტები მრავლად ნახეს.

სერიალის კიდევ ერთ მსახიობს, ლიზა კუდროუს საკუთარი ვარაუდი აქვს. კუდროუს მიაჩნია, რომ მისი მეგობარი შეიძლებოდა იმ პრეპარატს მოეკლა, რომლის დალევის შემდეგ ცხელი აბაზანის მიღება არ შეიძლებოდა. სწორედ სხეულის ტემპერატურის მატებას შეეძლო გამოეწვია ტრაგიკული შედეგი.

გამოცემა DailyMail-ს ეს ვარაუდები კუდროუსთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არავის სურს დაიჯეროს, რომ ეს გამოწერილი წამლების ბრალი იყო, რა თქმა უნდა, ამ ვარაუდს მაინც ეთანხმებიან. ლიზა დარწმუნებულია, რომ მეთიუმ მიიღო წამალი, რომლის შემდეგ არ უნდა ყოფილიყო კონტაქტში ცხელ წყალთან“. - განაცხადა წყარომ.

პერის გარდაცვალების შემდეგ თაყვანისმცემლები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მსახიობმა სიკვდილი იწინასწარმეტყველა, რადგან ტრაგიკულ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ ბლოგზე იმავე ჯაკუზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც დაიხრჩო. ფოტოზე მამაკაცი მშვიდად უსმენს მუსიკას ყურსასმენებით და შორს იყურება.

მეთიუ პერი 54 წლის იყო. მსახიობი მარტოხელა გახლდათ და ძალიან უნდოდა მეუღლე და ოჯახი ჰყოლოდა. სიკვდილამდე მას კიდევ ერთი წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა, რის შემდეგაც „სევდიანი და დეპრესიული“ იყო. ამის შესახებაც Daily Mail-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს.

მათი თქმით, მეთიუ პერის შვილების აყვანა სურდა. ეს სურვილი მამინაცვალთან, კიტ მორისონთან შესანიშნავი ურთიერთობის წყალობით გაუჩნდა. პერი არასოდეს დაქორწინებულა. მხოლოდ დანიშნული იყო მენეჯერ მოლი ჰურვიცზე. ეს ნიშნობა 2021 წელს ჩაიშალა.

მეთიუ პერი ასევე რამდენიმე ცნობილ მსახიობს, მათ შორის ჯულია რობერტსს და ლიზი კაპლანს ხვდებოდა. იხილეთ სრულად

myquiz