ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის: ისრაელი სახმელეთო და მიწისქვეშა ოპერაციისთვის ემზადება - როგორი იქნება მხარეების სამხედრო ტაქტიკა | Allnews.Ge

ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის: ისრაელი სახმელეთო და მიწისქვეშა ოპერაციისთვის ემზადება - როგორი იქნება მხარეების სამხედრო ტაქტიკა

ის­რა­ე­ლის "ცა­ხა­ლის“ მე­სა­მე ჯავ­შან­სა­ტან­კო რე­ი­დი ღა­ზის სექ­ტორ­ში, წინა ორის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­და­ი­ზარ­და სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ა­ში, რომ­ლის და­წყე­ბას თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო ასე დიდი ში­შით ელო­და...

ის­რა­ელ­მა არ მო­ახ­დი­ნა ამის პომ­პე­ზუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­ნამ მის­მა ჯავ­შან­სა­ტან­კო ჯგუ­ფებ­მა არ და­ი­კა­ვეს ღა­ზის სექ­ტო­რის ჩრდი­ლოთ-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, რის შემ­დე­გაც, 28 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პირ­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რო­მელ­ზეც გა­ნა­ცხა­და ომის მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბის შე­სა­ხებ. ხოლო ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ბენი გან­ცი კი­დევ უფრო კონ­კრე­ტუ­ლი იყო: "ჩვენ და­ვი­წყეთ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია მი­წა­ზე და მი­წის ქვე­მო­თაც, ეს ომი მოკ­ლე არ იქ­ნე­ბა..."

"ცა­ხა­ლის“ მოქ­მე­დე­ბის ტაქ­ტი­კა ღა­ზის სექ­ტო­რის კი­დევ უფრო პა­ტარ-პა­ტა­რა სექ­ტო­რე­ბად და­ყო­ფა და მათი თან­მიმ­დევ­რუ­ლად "გა­ცხრილ­ვა“ გახ­დე­ბა,რათა ყო­ველ ამ პა­ტა­რა სე­ტორ­ში გა­მო­ი­რი­ცხოს "ჰა­მა­სი­სა“ თუ "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ მებ­რძო­ლე­ბის ყოფ­ნა, რო­გორც მი­წის ზე­მოთ, ისე მი­წის­ქვე­შა ბუნ­კე­რებ­ში.

სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის დროს "ცა­ხა­ლი“ სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ და აკუს­ტი­კურ აპა­რა­ტუ­რას მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად და მათ გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად დიდი სიმ­ძლავ­რის მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ინ­ჟი­ნე­რულ ნაღ­მებს გა­მო­ი­ყე­ნებს, ასე­ვე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ნერ­ვულ-პა­ლა­ტი­კუ­რი აი­რის შეშ­ვე­ბა, ასე­თი გვი­რა­ბე­ბი­დან "ჰა­მა­სის“ წევ­რე­ბის მი­წის­ზედ გა­მო­სა­დევ­ნად...

თა­ვის მხრივ, "ჰა­მა­სი“ და "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დი“ ეც­დე­ბი­ან მო­ა­წყონ ჩა­საფ­რე­ბე­ბი შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვებ­ში, იქ სა­დაც უნდა გა­ი­ა­როს "ცა­ხა­ლის“ ჯავ­შან­პატ­რულ­მა და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ჯერ დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, ხოლო შემ­დეგ გა­უხ­სნან ცე­ცხლი, მათ შო­რის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნე­ბი­დან, რო­მელ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ გა­ნიც­დი­ან...

2-bul-1698564892-66559-1698652486.jpg

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას მო­უ­წევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბის დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­თი სა­ვა­რა­უ­დო ჩა­საფ­რე­ბე­ბის ჰა­ე­რი­დან დრო­უ­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნად და ვი­დე­ო­კად­რე­ბის დრო­ის რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში გა­და­ცე­მა თა­ვი­სი ჯავ­შან­სა­ტან­კო ჯგუ­ფე­ბის­თვის, თუ სა­ი­დან უნდა ელოდ­ნენ თავ­დას­ხმას.

ამას­თან, ის­რა­ე­ლის "აპა­ჩის“ დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბი და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე ფრე­ნი­სას შე­ეც­დე­ბი­ან საქ­ვე­მე­ხო და სა­რა­კე­ტო ცე­ცხლით შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვებ­ში გზა "გა­უ­სუფ­თა­ვონ“ "მერ­კა­ვე­ბის“, "ახ­ზა­რი­ტე­ბი­სა“ და "ნა­მე­რე­ბის“ ეკი­პა­ჟებს, მათ სა­დე­სან­ტო და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz