სამართალდამცავებმა დაღესტნის აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს | Allnews.Ge

სამართალდამცავებმა დაღესტნის აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში გამართული ისრაელის საწინააღმდეგო აქციის 60 მონაწილე დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე. აეროპორტში მომხდარი ძალადობის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

myquiz