"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან | Allnews.Ge

"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან

ღა­ზას სექ­ტორ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის. რო­გორ BBC-ი წერს, ახ­ლა­ხანს კი­დევ რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბა და­ფიქ­სირ­და. გარ­შე­მო ჩანს ბევ­რი კვამ­ლი. მა­ნამ­დე ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის წუ­ხელ გა­ა­ფარ­თო­ებ­და ოპე­რა­ცი­ებს ღა­ზა­ში.

აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ღა­ზის სექ­ტო­რის დიდ ნა­წილს ინ­ტერ­ნე­ტი არ მი­ე­წო­დე­ბა, შე­წყვე­ტი­ლია მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რიც. პა­ლეს­ტი­ნუ­რი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა და­ემ­თხვა ის­რა­ე­ლის მხრი­დან მას­შტა­ბურ და­ბომბვებს.

gaza-30638-1698474239.jpg

პა­ლეს­ტი­ნის "წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ “სრუ­ლი­ად და­კარ­გეს კონ­ტაქ­ტი” ღა­ზას სექ­ტორ­ში შტაბ­თან. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში არის ნათ­ქვა­მი."ღრმად შეშ­ფო­თე­ბულ­ნი ვართ ჩვე­ნი გუნ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, გა­აგ­რძე­ლონ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გამო, რომ ეს შე­ფერ­ხე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრა­ლურ ‘101’ ნო­მერ­ზე და აფერ­ხებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის მი­მოს­ვლას დაჭ­რი­ლებ­თან და და­შა­ვე­ბუ­ლებ­თან”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ღა­ზა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Human Rights Watch. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, ისი­ნი ღე­ლა­ვენ ღა­ზას სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­დე­ბენ, "მო­ახ­დი­ნონ ზე­წო­ლა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს უდა­ნა­შა­უ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ჩვე­ნი გუნ­დე­ბის დაც­ვა”.

myquiz