"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას? | Allnews.Ge

"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?

"ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცია მოს­კოვ­შია, თუმ­ცა რა მიზ­ნით, ბო­ლომ­დე არ არის ცნო­ბი­ლი. გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რი­დან ვი­ცით, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ი­თხო­ვა ღა­ზას სექ­ტორ­ში მყო­ფი უცხო­ე­ლი მძევ­ლე­ბის, მათ შო­რის რუ­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, "ჰა­მა­სმა" კი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინს დიპ­ლო­მა­ტი­ის გამო, მაგ­რამ მძევ­ლე­ბი არ უხ­სე­ნე­ბია. ის­რა­ელ­მა მოს­კო­ვი გა­აკ­რი­ტი­კა და ჰა­მა­სის მიწ­ვე­ვას "არა­ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი" უწო­და.

ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ გა­ცხა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მოს­კოვ­ში ჰა­მა­სის დე­ლე­გა­ცი­ის ჩას­ვლის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია „რია ნო­ვოს­ტიმ“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა.რაც მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. მისი გან­ცხა­დე­ბითმ, მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ „პა­ლეს­ტი­ნის მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“.

სა­ღა­მოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­მარ­ტა, თუ რას აკე­თებ­და "ჰა­მა­სი" მოს­კოვ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით, "შეხ­ვედ­რა შედ­გა ღა­ზას სექ­ტორ­ში ტყვედ მყო­ფი უცხო­ე­ლი მძევ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით". გარ­და ამი­სა, გან­ხი­ლუ­ლი იქნა ანკლა­ვის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუსი და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის სა­კი­თხი. დე­ლე­გა­ცი­ას "ჰა­მა­სის: პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რი აბუ მარ­ზუ­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რუ­სე­თის მხა­რეს კი - პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხა­ილ ბოგ­და­ნო­ვი. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა­ში არ ახ­სე­ნა ბოგ­და­ნო­ვის სა­ხე­ლი - "ჰა­მა­სმა" კი ის თა­ვის პრეს­რე­ლიზ­ში და­ა­სა­ხე­ლა და შეხ­ვედ­რი­დან ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჰა­მა­სის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, აბუ მარ­ზუკ­მა მოს­კოვ­ში გა­ნი­ხი­ლა „ღა­ზას წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სია“ და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და უფ­ლე­ბას "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს სი­ო­ნის­ტურ ოკუ­პა­ცი­ას ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით".

"მოძ­რა­ო­ბის დე­ლე­გა­ცი­ამ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ას და აქ­ტი­უ­რი რუ­სუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ძა­ლის­ხმე­ვას“, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

"ჰა­მა­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი მძევ­ლე­ბი. მაგ­რამ არის მო­წო­დე­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის, სა­გუ­შა­გო­ე­ბის გახ­სნი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ. "ჰა­მა­სმა" ასე­ვე აღ­ნიშ­ნა პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბი, ხოლო რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია 1967 წლის სა­ზღვრებ­ში პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მისი დე­და­ქა­ლა­ქით აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­ში.

ის­რა­ელ­მა გა­აკ­რი­ტი­კა მოს­კო­ვი "ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცი­ის მას­პინ­ძლო­ბის გამო, ერთი დღის შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ვეტო და­ა­დო გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც გმობს ჰა­მასს 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის­თვის.

"ის­რა­ე­ლი გა­ნი­ხი­ლავს ჰა­მა­სის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მოს­კოვ­ში მიწ­ვე­ვას, რო­გორც უღირს ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ტე­რო­რიზმს და აკა­ნო­ნებს ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბის სი­სას­ტი­კეს“, გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლიორ ჰა­ი­ატ­მა.

ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად რუ­სე­თის სულ მცი­რე 20 მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. რუ­სე­თის კი­დევ სამი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­საც ასე­ვე აქვთ ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მძევ­ლად არი­ან ღა­ზას სექ­ტორ­ში, გა­ნა­ცხა­და ხუთ­შა­ბათს ის­რა­ელ­ში რუ­სე­თის ელჩმა ანა­ტო­ლი ვიქ­ტო­როვ­მა.

ის­რა­ელ­ზე ჰა­მა­სის თავ­დას­ხმამ­დე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბის ძლი­ე­რი ტალ­ღა ღა­ზას სექ­ტორ­ზე, "ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცი­ე­ბის ვი­ზი­ტე­ბი მოს­კოვ­ში იშ­ვი­ა­თი არ იყო.

სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სე­თი არ აღი­ა­რებს "ჰა­მასს" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად. "თა­ლი­ბანს" აქვს ტე­რო­რის­ტუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ამას ხელი არა­სო­დეს შე­უშ­ლია ხელი "თა­ლი­ბებ­სთვის", რომ მოს­კოვ­ში ხში­რად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ.

"ჰა­მა­სმა" აშ­კა­რად და­ი­ჭი­რა რუ­სე­თის მხა­რე უკ­რა­ი­ნას­თან ომში. პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რმა აბუ მარ­ზუკ­მა, რო­მე­ლიც, მე­დი­ის ცნო­ბით, მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და, მა­ნამ­დე თქვა: "რუ­სე­თის „სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია" უკ­რა­ი­ნა­ში მიზ­ნად ისა­ხავს ბოლო მო­უ­ღოს აშშ-ს დო­მი­ნან­ტო­ბას მსოფ­ლი­ო­ში და მსოფ­ლიო გა­ხა­დოს მრა­ვალ­პო­ლა­რუ­ლი. ეს სა­სარ­გებ­ლოა ყვე­ლა ჩაგ­რუ­ლი ხალ­ხის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის­თვის“.

"ჰა­მა­სის" გარ­და, რო­გორც ზა­ხა­რო­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალი ბა­გე­რი კანი. ის­რა­ე­ლი ირანს ჰა­მა­სის ბო­ე­ვი­კე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, და­ფი­ნან­სე­ბა­სა და წვრთნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც მე­დია იუ­წყე­ბა, მი­იჩ­ნევს, რომ თე­ი­რა­ნი უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის და­გეგ­მვა­ში.

myquiz