ირანში ქალები ჰიჯაბის გარეშე ფილმში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ | Allnews.Ge

ირანში ქალები ჰიჯაბის გარეშე ფილმში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ

ირანში გამოაქვეყნეს იმ მსახიობების ოფიციალური სია, რომლებსაც ჰიჯაბზე უარის თქმის გამო, კინოში გადაღება აეკრძალათ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აკრძალვა არ ეხება უკვე გადაღებულ ფილმებს, რადგან მათზე ფული უკვე დაიხარჯა, თუმცა ახალ პროექტებში ჰიჯაბის გარეშე მსახიობებს აღარ გადაიღებენ.

„შავ სიაში“ რამდენიმე ისეთი ცნობილი ირანელი მსახიობი მოხვდა. მათ შორის ბარან კოსარი და ვიშკა ასაიეში.

2022 წელს მასჰა ამინის მკვლელობის შემდეგ, ბევრმა ირანელმა მსახიობმა, პროტესტის ნიშნად, ჰიჯაბის გარეშე ფოტოები გამოაქვეყნა.

myquiz