სასწაულებრივი გადარჩენა: მამაკაცი კომიდან ერთი საათით ადრე გამოვიდა, ვიდრე მას აპარატიდან გამორთავდნენ
საოცარი შემთხვევა მოხდა ავსტრალიაში. იქ ახალგაზრდა კაცმა 33 დღე გაატარა კომაში დაგაიღვიძა ყველაზე ხელსაყრელ მომენტში - ერთი საათით ადრე, სანამ მას აპარატიდან მოხსნიდნენ.
მეტიც, არა მარტო გონს მოვიდა, არამედ ლაპარაკიც კი სცადა. მის ისტორიაზე Yahoo News წერს.
36 წლის კაილ ჰილის ჯანმრთელობის პრობლემები ზაფხულის ბოლოს დაიწყო. აგვისტოში მან საკუთარ სახლში დაკარგა გონება. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს მისი მედიკამენტოზურ კომაში გადაყვანა. ექსპერტები მის მდგომარეობას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ ავსტრალიელის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.
ასე გაგრძელდა თითქმის მთელი სექტემბერი. ოქტომბრის დასაწყისში ექიმები იძულებულნი გახდნენ, გაეფრთხილებინათ პაციენტის ახლობლები და მისი ცოლი: თუ მამაკაცი ორ დღეში გონს არ მოვიდოდა, მას უბრალოდ მოხსნიდნენ აპარატიდან.
იმედი თითქმის აღარ იყო, მაგრამ ფაქტობრივად გამორთვამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა სასწაული: ჰილიმ გაიღვიძა. ის თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, ახლა იგი უკვე გაწერეს და სახლში წავიდა თავის ქალიშვილებთან. იხილეთ სრულად