ვლადიმერ პუტინი სრულიად ჯანმრთელია - კრემლის სპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებს უარყოფს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი სრულიად ჯანმრთელია - კრემლის სპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებს უარყოფს

კრემლი ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ავრცელებს.

კრემლის სპიკერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია და ბოლო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ ჭორებია.

Reuters-ის ცნობით, დიმიტრი პესკოვი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ნაცვლად საზოგადოებაში მისი ორეული გამოდის. პესკოვი დასავლურ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცლეებაში სდებს ბრალს.

myquiz