UFC-ის დაღესტნელი მებრძოლი, რომელიც მხოლოდ ერთი თვალით ხედავს? - რა დაემართა შარა მაგომედოვს და როგორ მიაღწია წარმატებას? | Allnews.Ge

UFC-ის დაღესტნელი მებრძოლი, რომელიც მხოლოდ ერთი თვალით ხედავს? - რა დაემართა შარა მაგომედოვს და როგორ მიაღწია წარმატებას?

21 ოქ­ტომ­ბერს აბუ-და­ბი­ში UFC 294 გა­ი­მარ­თა. კავ­კა­სი­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­თვის ეს დიდი ტრი­უმ­ფი იყო, რად­გან ყვე­ლა მათ­გან­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ა­მარ­ცხა. სა­ღა­მოს მთა­ვარ ბრძო­ლა­ში მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი, ის­ლამ მა­ხა­ჩე­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მებ­რძოლს, ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკის რე­მატჩში შეხ­ვდა. ის­ლამ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში და­ა­ნო­კა­უ­ტა და ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, რომ მას­ში ეჭვი არა­ვის უნდა ეპა­რე­ბო­დეს.

მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­ო­რე ბრძო­ლა­ში კა­დი­რო­ვის საყ­ვა­რე­ლი მებ­რძო­ლი, ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი ნა­ხევ­რად სა­შუ­ა­ლო წო­ნის ექსჩემ­პი­ონ­თან, კა­მა­რუ უს­მან­თან საბ­რძოლ­ვე­ლად გა­ვი­და ოქ­ტა­გონ­ზე. ბრძო­ლა სამი რა­უნ­დი გაგ­რძელ­და და მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩი­მა­ევ­მა გა­ი­მარ­ჯვა.ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და ასე­ვე UFC-ის კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა - კი­დევ ერთი კავ­კა­სი­ე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ეს დე­ბი­უ­ტი იყო. და­ღეს­ტნე­ლი შა­რა­ბუტ­დინ "შარა ბუ­ლეტ“ მა­გო­მე­დო­ვი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სა­შიშ და სას­ტიკ ადა­მი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ეს საქ­მი­თაც და­ამ­ტკი­ცა.

გრძე­ლი ჟღა­ლი თმა და წვე­რი, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლი - ზოგს სა­ერ­თოდ უკ­ვირს, რო­გორ შე­უძ­ლია "შარა ბუ­ლეტს“ ცალი თვა­ლით ასეთ სპორ­ტში ას­პა­რე­ზო­ბა.ასე­ვე, მა­გო­მე­დო­ვი ფი­ზი­კუ­რად სა­ო­ცარ ფორ­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გულ­შე­მატ­კივ­რის ნა­წი­ლი თვლი­და, რომ UFC-ის მკაცრ დო­პინგ-ტესტს ვერ ჩა­ა­ბა­რებ­და.

shara2-80653-1698124568.jpeg

"დო­პინგ კო­მი­სია ნა­ხე­ვა­რი წე­ლია რაც მა­მოწ­მებს, ხუთ­ჯერ ამი­ღეს ანა­ლი­ზი. სის­ხლში "მილდრო­ნა­ტი“ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი არ მი­მი­ღია, ეს აყოვ­ნებ­და ჩემს დე­ბი­უტს. ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­უ­ტა­ნია, ყვე­ლა "მილდრო­ნატ­ზეა“. ეს გუ­ლის ვი­ტა­მი­ნი­ვი­თაა“, - ამ­ბობ­და "შარა“.

რა სჭირს მებ­რძოლს თვალ­ზე?

ეს ამ­ბა­ვი 2016 წელს მოხ­და. მა­გო­მე­დოვ­მა თვა­ლი და­ი­ზი­ა­ნა, თუმ­ცა დღემ­დე არ იცის ბრძო­ლის დროს მოხ­და ეს, თუ ვარ­ჯი­ში­სას. მხედ­ვე­ლო­ბა თან­და­თან უა­რეს­დე­ბო­და, მებ­რძო­ლი კი ექიმ­თან მის­ვლას არ ჩქა­რობ­და და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვარ­ჯი­შობ­და. მე­ტიც, ბრძო­ლებ­საც მარ­თავ­და და ფიქ­რობ­და, რომ თვა­ლის სპაზ­მი ჰქონ­და, რო­მე­ლიც თა­ვი­სით გა­უვ­ლი­და.

თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სად აღ­მოჩ­ნდა: რო­დე­საც შარა ექიმ­თან მი­ვი­და, გა­ირ­კვა, რომ თვა­ლის ბა­დუ­რის აშ­რე­ვე­ბა სჭირ­და.

"გულ­გრი­ლად მი­ვუ­დე­ქი პრობ­ლე­მას, გვი­ან მივ­მარ­თე ექი­მებს, ვაგ­რძე­ლებ­დი ბრძო­ლებს და თავს ვარ­წმუ­ნებ­დი, რომ თა­ვი­სით გა­მივ­ლი­და“, - აღი­ა­რებს მებ­რძო­ლი.

shara3-80698-1698124584.webp

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ექი­მებ­მა თვა­ლი შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს და ნება დარ­თეს, რომ სპორ­ტის­თვის თავი არ და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. მა­გო­მე­დოვს 8 ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ხოლო მკურ­ნა­ლო­ბას 1.5 წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­და. ახლა ის აცხა­დებს, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლით სი­ლუ­ე­ტებს ხე­დავს და ეს ბრძო­ლა­ში ხელს არ უშ­ლის. თუმ­ცა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ.

"მარ­ჯვე­ნა თვა­ლით ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ ეს ბრძო­ლებ­ში ხელს არ მიშ­ლის. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ მარ­ჯვნი­დან და­მარ­ტყან, მაგ­რამ ეს მათ არ შვე­ლის“, - და­ა­მა­ტა მებ­რძოლ­მა.

შარა ექი­მებ­თან ასე­ვე სხვა მი­ზე­ზი­თაც არ მი­დი­ო­და - მას უბ­რა­ლოდ ფული არ ჰქონ­და.

2016-ში უც­ნო­ბი მებ­რძო­ლი იყო, ბევრ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მო­დი­ო­და, რომ ფული გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. პირ­ველ ბრძო­ლა­ში 2 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს.

"ბევ­რი ფული დაგ­ვჭირ­და. მა­შინ მშობ­ლე­ბის კი­სერ­ზე ვი­ყა­ვი. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღვმოჩ­ნდი - ორი წელი ვერ ვვარ­ჯი­შობ­დი, ვერც ვიბ­რძო­დი. მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რა შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ ტრავ­მამ­დე და მის შემ­დეგ. ტრავ­მის შემ­დეგ, მო­ვიკ­რი­ბე ძა­ლე­ბი, ჩემს მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს ჩემი სჯე­რო­დათ და მარ­თლაც, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და“, - ამ­ბობს შარა. იხილეთ სრულად

myquiz