"ბოდიშს გიხდით, უნდა წავიდე. პრობლემაა, რომელიც მე უნდა გადავწყვიტო"- რატომ შეწყვიტა ჯო ბაიდენმა პრესკონფერეცია მოულოდნელად? | Allnews.Ge

"ბოდიშს გიხდით, უნდა წავიდე. პრობლემაა, რომელიც მე უნდა გადავწყვიტო"- რატომ შეწყვიტა ჯო ბაიდენმა პრესკონფერეცია მოულოდნელად?

"ბოდიშს გიხდით, მე უნდა წავიდე სიტუაციურ ოთახში. პრობლემაა, რომელიც მე უნდა გადავწყვიტო", - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს, რომელსაც პრესკონფერენციის მიმდინარეობისას შეატყობინეს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამი ამერიკული სამხედრო ბაზა იბომბება.

სირიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა. ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფი აცხადებს, რომ თავდასხმის უკან ისინი დგანან. გასამხედროებული ჯგუფის განცხადებით, დეირ ელ ზურის პროვინციაში, ალ ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად და ალ შადადის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.

myquiz