ბაღლინჯოების შემოსევა - რა ხდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ? | Allnews.Ge

ბაღლინჯოების შემოსევა - რა ხდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ?

საფ­რან­გეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­წო­ლის ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის მას­შტა­ბურ­მა გავ­რცე­ლე­ბამ ენ­ტო­მო­ფო­ბი­ის (მწე­რე­ბის ფო­ბი­ის) ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი მე­წარ­მე მი­მარ­თავს სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ას, ძველს და ახალს, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ შე­ა­ჩე­როს ეს პრო­ცე­სი და თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მწე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა.

მავ­ნებ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის Rentokil-ის თა­ნახ­მად, 2023 წელს ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 65%-ით გა­ი­ზარ­და.

ლუ­ტო­ნის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გარ­კვე­ვით არის ახ­სნი­ლი, თუ რო­გორ უნდა და­იც­ვას მო­სახ­ლე­ო­ბამ თავი მწე­რე­ბის­გან.

605422f0-6dbc-11ee-8139-61b1db4c8e2f-37523-1698047618.jpg

პა­რიზ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი მაქს მალკა ამ პრობ­ლე­მას წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე აწყდე­ბა. ამი­ტომ ინ­ვეს­ტი­ცია Spotta-ს ახალ გა­მო­გო­ნე­ბა­ში ჩადო - ეს ტექ­ნო­ლო­გია ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

Spotta-ს მფლო­ბე­ლის რო­ბერტ ფრა­ი­ერ­სის თქმით, სა­წო­ლის ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა მათ გამ­რავ­ლე­ბამ­დე უნდა მო­ხერ­ხდეს, რად­გან "ორი ბაღ­ლინ­ჯო ერთ თვე­ში შე­იძ­ლე­ბა ათა­სად გა­და­იქ­ცეს.“ ფაქ­ტობ­რი­ვად, მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ბაღ­ლინ­ჯოს თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში 400 კვერ­ცხის და­დე­ბა შე­უძ­ლია. კვერ­ცხის მომ­წი­ფე­ბას მხო­ლოდ ორი კვი­რა სჭირ­დე­ბა - რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­რე­მო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. იხილეთ სრულად

myquiz