ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება | Allnews.Ge

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება.­

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია.

ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა“ გაათავისუფლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

myquiz