ვრცელდება კადრები, სადაც "ჰამასის" მიერ ამერიკელი დედა-შვილის გათავისიუფლებაა ასახული | Allnews.Ge

ვრცელდება კადრები, სადაც "ჰამასის" მიერ ამერიკელი დედა-შვილის გათავისიუფლებაა ასახული

ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც "ჰა­მა­სის" მიერ ამე­რი­კე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა ასა­ხუ­ლი. კად­რებს "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო ფრთა ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ო­ში ჩა­ნან, "წი­თე­ლი ჯვრის" სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მძევ­ლებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, "ჰა­მა­სმა" ორი ამე­რი­კე­ლი ტყვე გუ­შინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად CNN-მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან დედა-შვი­ლი - 59 წლის ჯუ­დიტ რა­ა­ნა­ნი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლი.

ისი­ნი ილი­ნო­ი­სის შტა­ტის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. გო­გო­ნა აშშ-სთან ერ­თად ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეც არის.

ისი­ნი წი­თელ ჯვარს გა­დას­ცეს. წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა “ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­ფუძ­ველ­ზე” მოხ­და, ვი­ნა­ი­დან დედა ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამ მო­მენ­ტის­თვის უც­ნო­ბია ისი­ნი ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ეგ­ვიპ­ტე­ში გა­დავ­ლენ თუ ის­რა­ელ­ში.

myquiz