"ის, როგორც BBC ახასიათებს „ჰამასს“, ფაქტების დამახინჯებაა" - რატომ აკრიტიკებს ისრაელის პრეზიდენტი BBC-ის და რა სთხოვა მან რიში სუნაკს? | Allnews.Ge

"ის, როგორც BBC ახასიათებს „ჰამასს“, ფაქტების დამახინჯებაა" - რატომ აკრიტიკებს ისრაელის პრეზიდენტი BBC-ის და რა სთხოვა მან რიში სუნაკს?

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედო დაპირისპირება გრძელდება. თელ-ავივში იმყოფება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი. სუნაკი უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. რიში სუნაკთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ჰერცოგმა BBC იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ჰამასს“ ტერორისტებად არ მოიხსენიებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის თუ როგორც BBC ახასიათებს „ჰამასს“, ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ვიცი, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც თქვენი და ჩვენი სახელმწიფოებია, თქვენ პირდაპირ ვერ ჩაერევით, მაგრამ ამას გარკვეული გამოხმაურება უნდა მოჰყვეს, რათა ეს შეცდომა გამოსწორდეს და „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განისაზღვროს“.- აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი.

myquiz