"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს | Allnews.Ge

"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სი" ის­რა­ელს 7 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა თავს. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო სპი­კე­რის ცნო­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ის­რა­ე­ლი­დან 200-მდე ადა­მი­ა­ნი ტყვე წა­იყ­ვა­ნეს.

ტყვე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ებ­რა­ე­ლია, თუმ­ცა ასე­ვე არი­ან არი­ან ამე­რი­კე­ლი, ევ­რო­პე­ლი და ტა­ი­ლან­დე­ლე­ბიც. "ჰა­მა­სი" აცხა­დებს, რომ ტყვე­ე­ბი მათ ღა­ზის "უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­სა და გვი­რა­ბებ­ში" ჰყავთ და იმუქ­რე­ბი­ან, რომ თუ ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში სახ­ლებს გა­უფრ­თხი­ლებ­ლად და­ბომ­ბავს, ტყვე­ებს მოკ­ლა­ვენ.

BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ტყვე­ებს შო­რის მი­ნი­მუმ თექ­ვსმე­ტი ბავ­შვი და 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი 13 ადა­მი­ა­ნია. თი­თო­ე­ულ მათ­განს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და ეროვ­ნე­ბი­სა, სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს.

21 წლის მია სემი

mia-47279-1697709727.webp

"ჰა­მა­სმა" გა­ტა­ცე­ბუ­ლი გოგ­ნას ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვი­დე­ო­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის ფეს­ტი­ვა­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს.

21 წლის მაია რე­გე­ვი და მისი 18 წლის ძმა, იტაი

download-2-44864-1697709764.jpg

და-ძმა მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს. თავ­დას­ხმის დღეს მა­ი­ამ მა­მას, ილანს და­უ­რე­კა. გო­გო­ნა გან­წი­რუ­ლი ყვი­რო­და: "მამა, მეს­ვრი­ან, მომ­კლა­ვენ." ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, ილან­მა სთხო­ვა გა­ეგ­ზავ­ნა მის­თვის ინ­ფორ­მა­ცია ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, სას­წრა­ფოდ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და ფეს­ტი­ვა­ლის­კენ აიღო გეზი. როცა ად­გილ­ზე მი­ვი­და, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­უშ­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოჯახ­მა "ჰა­მა­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო ნახა, რო­მელ­შიც მათი ვაჟი, იტაი ხელ­ბორ­კი­ლე­ბით იჯდა დაჯ­გუ­ფე­ბის მან­ქა­ნა­ში. ორი დღის შემ­დეგ კი ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მა­ი­აც და იტა­იც ტყვე­ებს შო­რის იყ­ვნენ.

15 წლის დაფ­ნა ელი­ა­კი­მი და მისი 8 წლის და - ელა

download-1-44900-1697709791.jpg

ისი­ნი "ჰა­მა­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩა­ნან. გო­გო­ნე­ბი ნა­თე­სა­ვებ­მა ამო­იც­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის, მისი პარტნი­ო­რი და მათი 17 წლის ვაჟი, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან.

19 წლის რონი ეშე­ლი "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმამ­დე ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­დაგო­გო­ნა ღა­ზის სა­ზღვარ­თან, სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე იყო გამ­წე­სე­ბუ­ლი, როცა ტე­რო­რის­ტე­ბი შე­იჭრ­ნენ. რო­ნის­გან დე­დის­თვის მი­წე­რი­ლი ბოლო ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ასე­თია: "ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ". მას შემ­დეგ, მშობ­ლებს მის­გან აღა­რა­ფე­რი სმე­ნი­ათ. რო­ნის მამა, ეიალ ეშე­ლი ამ­ბობს, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის ლო­დი­ნი ჯო­ჯო­ხე­თუ­რია. იხილეთ სრულად