რა ხდება ისრაელსა და "ჰამასს" შორის საომარი მოქედებების დაწყების მე-12 დღეს? | Allnews.Ge

რა ხდება ისრაელსა და "ჰამასს" შორის საომარი მოქედებების დაწყების მე-12 დღეს?

ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო დაპირისპირებები გრძელდება. საომარ მოქედებებში ჩართულია რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“, რომელიც ისრაელის სამხედრო ობიექტებს ლიბანიდან ბომბავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს შორისაა სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი, საიდანაც ისრაელის როშ ჰანიკრას მიმართულებით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ. პალესტინური მხარის ინფორმაციით, გასულ ღამეს ღაზას სექტორში საავადმყოფოზე მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულტა რიცხვი 471-ე გაიზარდა.

107315944-1697114305062-gettyimages-1719518032-aa-12102023-1373427-1697691788.jpeg

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნაზე თანხმობა განაცხადა. ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერ აჰმედ ფაჰმის თქმით, პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზას სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ გაუწევენ.

ისრაელში გაემგზავრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი . მედიის ცნობით, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.

myquiz