თავდასხმა ბრიუსელის ცენტრში - რა ვიცით ტერორისტულ აქტზე? | Allnews.Ge

თავდასხმა ბრიუსელის ცენტრში - რა ვიცით ტერორისტულ აქტზე?

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. უსაფრთხოების მიზნით ბელგია-შვედეთის საფეხბურთო მატჩი შეწყდა, რადგან ტერორისტი, რომელმაც იქამდე შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა, სწორედ საფეხბურთო მოედნის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ცნობილია, რომ ორივე მოკლული ბელგიაში მატჩზე დასასწრებად იყო ჩასული.

tp-composite-brussels-terror-attack-new2-1-1697520324.webp

მძიმედ დაშავდა ერთი პირი, რომელიც ასევე შვედეთის მოქალაქეა. პარალელურად, ქვეყნის ხელისუფლებამ ტერორიზმის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაიზარდა. თავდასხმელმა “ალაჰუ აქბარის” ძახილით ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა და ორი ადამიანი მოკლა.

მოგვიანებით, მან ვიდეო ჩაწერა, სადაც არაბულად თქვა, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლია. მისივე თქმით, შვედები იმიტომ დახოცა, რომ შვედეთში ყურანი დაწვეს და ამგვარად “იძია შური”.

myquiz