მზადება მასშტაბური შეტევისთვის - როდის დაიწყება ისრაელი ღაზაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებას? | Allnews.Ge

მზადება მასშტაბური შეტევისთვის - როდის დაიწყება ისრაელი ღაზაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებას?

"ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­წყებს, რაც და­ი­ნა­ხავს, რომ მშვი­დო­ბი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა", - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და.

"ის, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, არის, რომ ჩვენ და­ვი­წყებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც და­ვი­ნა­ხავთ, რომ მშვი­დო­ბი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა “, - აღ­ნიშ­ნა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა.მისი თქმით, ის­რა­ელ­მა ღა­ზას მო­სახ­ლე­ო­ბა წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლა, რომ სამ­ხრეთ ნა­წილ­ში გა­და­სუ­ლი­ყო.

israel-palestinians-1697358056.avif

”ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ღა­ზა­ში მცხოვ­რებ­მა ხალ­ხმა იცო­დეს, რომ ჩვენ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სულ­გრძე­ლო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნეთ დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გა­ვე­ცით დიდი გაფრ­თხი­ლე­ბა, 25 სა­ათ­ზე მეტი ხნის წინ. დროა, ღა­ზას მცხოვ­რებ­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. აი­ღეთ თქვე­ნი ნივ­თე­ბი, წა­დით სამ­ხრეთ­ში. გა­და­არ­ჩი­ნეთ თქვე­ნი სი­ცო­ცხლე და ნუ გა­ებ­მე­ბით ხა­ფან­გში, რო­მელ­საც "ჰა­მა­სი“ გი­გებთ“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა.

მისი თქმით, ღა­ზას სექ­ტო­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია სავ­სეა ის­რა­ე­ლის ასო­ბით ათა­სი სა­რე­ზერ­ვო ქვე­და­ნა­ყო­ფით, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­სი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის არ­მია ღა­ზას სექ­ტორ­ზე თავ­დას­ხმას სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით გეგ­მავს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ასო­ბით ათა­სი რე­ზერ­ვის­ტის გაწ­ვე­ვას ას­რუ­ლე­ბენ და ახლა სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მათ მო­მა­რა­გე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი და მზად არი­ან ომის შემ­დე­გი ეტა­პის­თვის გა­ზარ­დონ მზად­ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვან სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ა­ზე აქ­ცენ­ტით”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz