ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი, რომელზეც წლებია უშედეგოდ ნადირობენ?
ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" სამხედრო ფრთის ლიდერის, მუჰამედ ალ-დეიფის სახლზე იერიში მიიტანეს. "ჰამასის" ტერორისტების 7 ოქტომბრის სასტიკი შეტევის ავტორი, სწორად დეიფია, რომელმაც ამ ამბებს "ალ-აქსის ქარბუქი“ უწოდა.
სამხედრო ლიდერის სახლზე შეტევის შედეგად, დაიღუპნენ მისი მამა, ძმა, შვილები და სხვა ნათესავები, წერს გაზეთი Haaretz. თვითონ დეიფი, სავარაუდოდ, არ დაშავებულა, თუმცა სად იმყოფება - უცნობია.
ისრაელის დაზვერვის "პირველი სამიზნე“ ბოლო 30 წელიწადია იატაკქვეშეთის ცხოვრებით ცხოვრობს. მუჰამედ ად-დეიფი საჯაროდ არ გამოდის ხოლმე. მედიისთვის მხოლოდ სამი ფოტოა ცნობილი, სადაც დადასტურებულად დეიფია, თუმცა სურათები 20 წლის ვადის არის. ვიდეოებში, რომლებსაც "ჰამასი" აქვეყნებს, დეიფი შავი სილუეტის სახით ჩანს.
Financial Times-სთან საუბარში სხვადასხვა წყაროები დეიფს მიზანსწრაფულ ადამიანად ახასიათებენ, რომელიც "ცდილობს ებრაულ-არაბული კონფლიქტის ბუნება ძალადობის გზით შეცვალოს“. საეჭვოა, რომ FT-ს წყაროები პირადად იცნობდნენ დეიფს. ამბობენ, რომ მისი სახე მხოლოდ ნათესავებმა და "ჰამასის" წევრების ვიწრო წრემ იცის. თუმცა ამ ხალხისთვისაც უცნობია, სად იმყოფება მუჰამედ ად-დეიფი ამჟამად.
დეიფი - ზედმეტსახელია და "სტუმარს" ნიშნავს. ამით ხაზს უსვამს, რომ ერთ ლოკაციაზე დიდხანს არასდროს ჩერდება და მუდმივად გადაადგილდება სახლიდან - სახლში, თავშესაფრიდან - თავშესაფარში.დეიფის ნამდვილი სახელი - მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრია. ის 1965 წელს ღაზას სექტორის სამხრეთ ქალაქ ჰან-იუნისში, პალესტინელი დევნილების ოჯახში დაიბადა.
ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო. მუჰამედი იძულებული გახდა სკოლისთვის თავი დაენებებინა, რომ მშობლებს დახმარებოდა. მამასთან ერთად ავეჯის საწარმოში მუშაობდა, მოგვიანებით, ქათმების პატარა ფერმა გახსნა და მძღოლად მუშაობდა. პალესტინელი წყაროები, ადამიანები, რომლებიც მას ბავშვობაში იცნობდნენ, ამბობენ, რომ "კარგი იუმორი და კეთილი გული ჰქონდა“. იხილეთ სრულად