" 1.1 მილიონ ადამიანს რეგიონის დასატოვებლად რამდენიმე საათი აქვს, მსხვერპლმა 3 300-ს გადააჭარბა"- ბოლო ცნობები ისრაელ-"ჰამასის" ომიდან | Allnews.Ge

" 1.1 მილიონ ადამიანს რეგიონის დასატოვებლად რამდენიმე საათი აქვს, მსხვერპლმა 3 300-ს გადააჭარბა"- ბოლო ცნობები ისრაელ-"ჰამასის" ომიდან

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი ამ დრომდე მძევლად რჩება. პარალელურად კი ისრაელის ავიაიეირშებს სულ მცირე 2 000 პალესტინელი ემსხვერპლა, 338 000 კი იძულებით ევაკუაციაში იმყოფება.

ისრაელმა ღაზას სექტორს საწვავის, საკვებისა და წყლის მიწოდება შეუჩერა იქამდე, სანამ „ჰამასი“ მძევებს არ გამოუშვებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ღამით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების მეთაური მოკლეს. მათი თქმით, მოკლულია მურად აბუ მურადი, რომელმაც გასულ შაბათ-კვირას ხოცვა-ჟლეტის დროს, ტერორისტების ხელმძღვანელობდა.

1715810722-1697269547.0.jpg

უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის მიხედვით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა.

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე მასშტაბური თავდასხმა დააანონსა და 1.1 მილიონ მაცხოვრებელს რეგიონის დასატოვებლად 24 საათი მისცა, რომელიც რამდენიმე საათში იწურება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებას დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმის განცხორციელება სრულიად შეუძლებელია და ისრაელს მოუწოდებს საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.

107314899-1696987447384-gettyimages-1716801743-mei-palestine-mz-g10o-20231010-023-1697269559.jpeg

„მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია. 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შეუძლებელია და მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას შეუწყობს ხელს. ისრაელს მოვუწოდებთ, საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს."- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

„დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძვით. არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს. არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენიათ ებრაელი ხალხის მიმართ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ რა იქნება შემდეგ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ომის გაგრძელებას ისრაელში მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის შემოტანით. გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე."- ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

myquiz