"ისრაელი "ჰამასის" ბარბაროსულ, ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებს" - ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადება და გზავნილი მსოფლიოს | Allnews.Ge

"ისრაელი "ჰამასის" ბარბაროსულ, ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებს" - ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადება და გზავნილი მსოფლიოს

"ერ­თი­ა­ნო­ბის მთავ­რო­ბა “დიდ მე­სიჯს აგ­ზავ­ნის” - ის­რა­ე­ლი "ჰა­მა­სის" ბარ­ბა­რო­სულ, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ა­ნად­გუ­რებს". - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პარ­ლა­მენ­ტში (ქნე­სეთ­ში) სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ებ­რა­ელ­მა ხალ­ხმა ბნელ გა­მოწ­ვე­ვებს გა­უძ­ლო, “შე­საძ­ლოა მეტს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ­მა სხვა ერმა, მაგ­რამ არას­დროს არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვართ.”

ნე­თა­ნი­აჰუს თქმით, ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის­თვის გა­სუ­ლი კვი­რა ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღე იყო ჰო­ლო­კოს­ტის შემ­დეგ.

დღეს ის­რა­ე­ლის პარ­ლა­მენ­ტმა (კნე­სეტ­მა) კენ­ჭი უნდა უყა­როს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია “ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის” ლი­დე­რის ბენი გან­ცი­სა და ოთხი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის და­ნიშ­ვნას ეროვ­ნუ­ლი სა­გან­გე­ბო მთავ­რო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

“ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა დიდ მე­სიჯს აგ­ზავ­ნის, გა­რე­თაც და შიგ­ნი­თაც… ამ კონ­ფლიქ­ტის წი­ნა­შე ერ­თად ვდგა­ვართ შიდა ძმო­ბი­თა და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვით”, - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

myquiz