როგორ იხსნა ინბარ ლიბერმანმა ტერორისტებისგან კიბუცი - "ის 5 შეიარაღებულ ტერორისტს მარტო გაუმკლავდა" | Allnews.Ge

როგორ იხსნა ინბარ ლიბერმანმა ტერორისტებისგან კიბუცი - "ის 5 შეიარაღებულ ტერორისტს მარტო გაუმკლავდა"

25 წლის ებ­რა­ელ ქალ­თან "ჰა­მა­სიც" კი უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. გო­გო­ნამ მთე­ლი კი­ბუ­ცი (სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­მუ­ნა ის­რა­ელ­ში) გა­და­არ­ჩი­ნა, როცა ის ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ჯგუფს წინ გა­უ­ძღვა და მათ ოცზე მეტი მო­წი­ნა­ვე ტე­რო­რის­ტი მოკ­ლეს. მათ შო­რის 5 შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ტე­რო­რისტს გო­გო­ნა მარ­ტო გა­უმკლავ­და.

ინ­ბარ ლი­ბერ­მა­ნი ნირ-ამის კი­ბუ­ცის უსაფრ­თხო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი 2022 წლის დე­კემ­ბრი­და­ნაა. როცა მან შა­ბათს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ი­გო, მიხ­ვდა, რომ ეს, ღა­ზას სექ­ტორ­თან მდე­ბა­რე კი­ბუც­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და. ლი­ბერ­მა­ნი სას­წრა­ფოდ მო­ემ­ზა­და, 12-კა­ცი­ან უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუფს ია­რა­ღი ჩა­მო­უ­რი­გა და მათ სა­პა­სუ­ხო შე­ტე­ვას კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­წია.

nypichpdpict000059241038-46709-1697087860.jpg

ინ­ბარ ლი­ბერ­მან­მა და­ნა­ყო­ფი, და­სახ­ლე­ბის გას­წვრივ, სტრა­ტე­გი­ულ პო­ზი­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სა. როცა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დამ­სხმელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს, მათ რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ას­წრეს და ლი­ბერ­მა­ნის და­ნა­ყოფ­მა ისი­ნი მი­სი­ის დროს და­ხო­ცა. ინ­ბარ­მა, და­მო­უ­კი­დებ­ლად, 5 ტე­რო­რის­ტი მოკ­ლა, და­ნარ­ჩე­ნებ­მა კი, ოთხ სა­ათ­ში, 20 მათ­გა­ნის დახ­ვრე­ტა მო­ას­წრეს. მათი წყა­ლო­ბით, "ჰა­მა­სის­თვის" ნირ-ამი აუ­ღე­ბე­ლი ციხე-სი­მაგ­რე გახ­და.

ილიტ პაზ­მა, ნირ ამის კულ­ტუ­რულ­მა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მო­ცე­მა Israel Hayom-ს გა­ნუ­ცხა­და: "ეს გა­სა­ო­ცა­რი იყო. ჩემი ქმა­რი სა­თა­და­რი­გო და­ნა­ყოფ­ში გა­ნა­თავ­სეს, რად­გან ისი­ნი მეტი მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ინ­ბარ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ ტე­რო­რის­ტებს ოპე­რა­ტი­უ­ლად დას­ხმო­და თავს და სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ათო­ბით მსხვერ­პლი აი­ცი­ლეს თა­ვი­დან." იხილეთ სრულად

myquiz