მსხვერპლმა 2 500-ს მიაღწია- რა ხდებოდა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის გასული ღამის განმავლობაში? | Allnews.Ge

მსხვერპლმა 2 500-ს მიაღწია- რა ხდებოდა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის გასული ღამის განმავლობაში?

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ორმხრივი დაბმბვა მხარეებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვებს სულ მცირე 1 200 პალესტინელი ემსხვერპლა, 5 300-ზე მეტი კი დაიჭრა.

ისრაელის ცნობით, „ჰამასის“ თავსხმებს ქვეყანაში ასევე 1 200 ადამინი ემსხვერპლა, დაშავებულია ასობით პირი. გაეროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობას ელექტროენერგია, დაკვება და წყალი არ მიწოდება და რეგიონი გარესამყაროსგანაა მოწყვეტილი.

ap23282377565820-0681ab5c4500252e411681e24c78bc5638244e86-s1100-c50-1697086540.jpg

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელში გაემგზავრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება. განვითარებულ მოვლენებან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი. მისი თქმით „ჰამასი“ განადგურდება.

myquiz