ნახეთ კონსტანტინე მელაძის მდიდრული სასახლე მოსკოვში, რომელიც მან 350 მილიონად გაყიდა
პროდიუსერ კონსტანტინე მელაძეს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა, რათა მოსკოვში რუბლიოვკაზე მდებარე ათასწლეულის პარკის საცხოვრებელ კომპლექსში მდიდრული სასახლე გაეყიდა. მელაძე იქ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ვერა ბრეჟნევასთან ერთად ცხოვრობდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბინა 350 მილიონ რუბლად (დაახლოებით 3 500 000 დოლარი) გაყიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
"ჩვენი ინფორმაციით, ახლა მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტი. მყიდველის მთავარი პირობა დეპოზიტის დადებამდე იყო სრული კონფიდენციალურობა. ჩვენი ინფორმირებული თანამოსაუბრის თქმით, მთელი ტრანზაქცია კონსტანტინეს მოხუცი დედის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს" - განაცხადა წყარომ.
მელაძის სახლი 700 კვადრატული მეტრია. აქვს ოთხი საძინებელი, მისაღები ოთახი, სპორტული დარბაზი და ჰამამი. ფართი გაფორმებულია ხელნაკეთი ავეჯით იტალიიდან. ვინ გადაიბარა ძვირადღირებული სასახლე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვერა ბრეჟნევამ იპოვა ძალა, რათა ეღიარებინა, რომ განქორწინდა. ქალი კონსტანტინე მელაძესთან 2015 წლიდან იყო ოფიციალურ ქორწინებაში. მომღერალს დაშორების მიზეზებზე არ უსაუბრია. როგორც ჩანს, ყოფილმა მეუღლეებმა მოახერხეს კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან კონსტანტინე ძველებურად აგრძელებს ყოფილი ცოლის კარიერაზე მუშაობას. იხილეთ სრულად