როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური? | Allnews.Ge

როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური?

7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 06:30 სა­ათ­ზე, ნე­გე­ვის უდაბ­ნო­ში, კი­ბუც რე-იმ­თან ახ­ლოს, ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის სუ­კო­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნო­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "ჰა­მა­სის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ის­რა­ელს და­ეს­ხა თავს.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის 18-თვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­დე­გია ღა­ზას სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც 1967 წლის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო სა­ხელ­მწი­ფოს ცენ­ტრად მი­იჩ­ნე­ვენ.

უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 900-ს აჭარ­ბებს, ღა­ზა­ში - 560-ს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის და პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მა Reuters-ი წერს, რომ "ჰა­მა­სმა" "მო­ა­ტყუა“ ის­რა­ე­ლი, თით­ქოს ის თავ­დას­ხმას არ გეგ­მავ­და. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო ავან­ტი­უ­რის­თვის არ ემ­ზა­დე­ბო­და, რომ ის თით­ქოს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აღ­მოჩ­ნდა, რომ თავ­დას­ხმის­თვის აქ­ტი­ურ მზა­დე­ბა­ში იყო. Reuters-ი წერს, რომ ის­რა­ელ­ში სწო­რედ ამ ილუ­ზი­ას და­უ­ჯე­რეს.

მი­ნი­მუმ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­მა­სი უჩ­ვე­ნებ­და ის­რა­ელს, რომ ომს არ გეგ­მავ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და თავ­დას­ხმის­თვის.

israel123-46163-1696934082.jpg

"ჰა­მა­სმა" შექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის ბრძო­ლის­თვის მზად არ იყო. მან გა­მო­ი­ყე­ნა უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­დაზ­ვერ­ვო ტაქ­ტი­კა ის­რა­ე­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უქ­მნი­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ მას თით­ქოს არ სურ­და ის­რა­ელ­თან ბრძო­ლა­ში ჩარ­თვა“, - გა­ნუ­ცხა­და ჰა­მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ Reuters-ს.

მისი თქმით, ღა­ზას სექ­ტორ­ში მოძ­რა­ო­ბამ იმი­ტი­რე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბა აა­შე­ნა ჯა­რე­ბის დე­სან­ტი­სა და თავ­დას­ხმის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. Reuters-ის წყა­რომ დას­ძი­ნა, რომ ის­რა­ე­ლი ხე­დავ­და ამ ქმე­დე­ბებს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ "ჰა­მა­სი" არ ცდი­ლობს კონფრონ­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თვას.

ის ქმნი­და ილუ­ზი­ას, თით­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და მათი გა­და­წყვე­ტის­თვის მა­გა­ლი­თად, ღა­ზას მუ­შა­კებს ნება დარ­თეს გა­და­ეკ­ვე­თათ ის­რა­ე­ლის სა­ზღვა­რი, რათა ემუ­შა­ვათ იქ ან მდი­ნა­რე იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, სა­დაც ხელ­ფა­სე­ბი უფრო მა­ღა­ლი იყო.

"მათ დაგ­ვარ­წმუ­ნეს, რომ ფული სჭირ­დე­ბო­დათ“, - გა­ნუ­ცხა­და Reuters-ს ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წყა­რომ. მან და­ა­მა­ტა, რომ "ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შეძ­ლო შე­ექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მარ­თვა­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი. იხილეთ სრულად