"დაღუპულია 1 600-ზე მეტი პირი"- რა ხდება ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის? ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან | Allnews.Ge

"დაღუპულია 1 600-ზე მეტი პირი"- რა ხდება ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის? ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სისხლიან დაპირისპირებას ისრაელში 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან. პალესტინური მხარის ინფორმაციით ისრაელის ავიაიერისებს 700-მდე პირი ემსხვერპლა.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს დაჯგუფება "ჰამასის“ წევრებმა, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ ისინი მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან. „ჰამასის“ ცნობით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.

33xu4uu-highres-1696849772-1696914533.jpg

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი ახლა ომშია საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფად და ქვეყანა საკუთარ მოსახლეობას აუცილებლად დაიცავს.

”ჩვენ ვართ ოპერაციაში სახლისთვის, ეს არის ომი ჩვენი არსებობის უზრუნველსაყოფად, ომი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ომი გვაიძულა საზიზღარმა მტერმა - მხეცებმა, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების მკვლელობებს ზეიმობენ. „ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის იგივე „აისისი“. და ჩვენ მათ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა „აისისი“-განაცხადა მან.

myquiz