დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი - ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლა გრძელდება- როგორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში? | Allnews.Ge

დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი - ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლა გრძელდება- როგორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში?

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს შორის სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორის მახლობლად 7-8 ლოკაციაზე კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ღაზაში 1 000-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს.

„ამ ოპერაციის ფარგლები სრულიად განსხვავებულია. იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ველოდით, რომ ყველაფერი თავდაცვით, უსაფრთხოების მდგომარეობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე.

myquiz