"თუ რამე შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ" - რა ვიცით "ჰამასის" მიერ გატაცებულებზე
"ჰამასის" წევრებმა ისრაელიდან ათობით მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს. გატაცებულთა ზუსტ რაოდენობას ისრაელის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ასახელებს.
მოქალაქეები ჟურნალისტებთან საუბრისას აღწერენ იმ საშინელებას, რომლის გავლაც საყვარელ ადამიანთან განშორებით უხდებათ.
მამაკაცმა სახელად იონ აშერმა CNN-ს განუცხადა, რომ დაკარგა კავშირი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან, მოგვიანებით კი მან "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო ისინი და აცხადებს, რომ სამივე მათგანი ბოევიკების ხელშია. ტელეფონების სიგნალით კი დაადგინა, რომ ისინი ღაზაში გადაიყვანეს.“როდესაც "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეო ვნახე, ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ ისინი მათ ხელში არიან. ნამდვილად ვიცი, რომ წაიყვანეს“, - ამბობს აშერი. კაცის თქმით, მისი ცოლი გერმანიის მოქალაქეა და გერმანიის ხელისუფლებას სთხოვს, რომ დაეხმარონ გათავისუფლებაში.
"თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ’, - ამბობს იონი.
თემაზე განცხადება გამოქვეყნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელად სტრომაიერმა.
დორონის გოგონები, რომლებიც გატაცებულთა შორის არიან
"დაინახეს როგორ გაიტაცეს დორონი და მისი ქალიშვილები "ჰამასის" ტერორისტებმა. მათ გარდა კიდევ არაერთი ადამიანია გატაცებული.ისრაელი საზარელი ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა“, - წერს მინისტრი. იხილეთ სრულად