ღაზაში 198 პალესტინელი დაიღუპა და 1 610 დაშავდა- რას აცხადებს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო?
ღაზაში დღეს სულ მცირე 198 პალესტინელი დაიღუპა და 1 610 დაშავდა, - ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყებას არ წარმოუდგენია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, დაღუპულები "ჰამასის" ბოევიკები არიან, თუ სამოქალაქო პირები.
ინფორმაცია დაღუპულების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასიდან" სარაკეტო თავდასხმისა და "ჰამასი" მებრძოლების შეჭრის საპასუხოდ დარტყმები განახორციელეს.
ისრაელზე თავდასხმას მინიმუმ 40 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 800-ს მიაღწია.