"27 წელია ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი არ მახსოვს... სახლებში უვარდებიან ტერორისტები მოსახლეობას" - რას წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი?
Rაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.
ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.
ისრაელში მცხოვრები ნიკო ბელიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურად წერს იქ არსებულ ვითარებაზე. ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ ახლა ისრაელში უმძიმესი სიტუაციაა.
"27 წელია ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი არ მახსოვს, საშინელება ხდება. შდეროთში სახლებში უვარდებიან ტერორისტები მოსახლეობას... ტერორისტები დათარეშობენ და უმოწყალოდ ხოცავენ ხალხს, თითქმის მთელი ისრაელის ტერიტორია იბომბება მასიურად და ტერორისტები ქალაქებში უმოწყალოდ ხოცავენ მოსახლეობას... ღმერთო შენ დაიფარე ისრაელი" - წერს ბელიაშვილი.