22 გარდაცვლილი, 500-ზე მეტი დაშავებული- რა ხდება ისრaელში, სადაც თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს? | Allnews.Ge

22 გარდაცვლილი, 500-ზე მეტი დაშავებული- რა ხდება ისრaელში, სადაც თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს?

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არსებული გამოწვევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანის დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა ფუნდამენტალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. მიმდიარე ამბებთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა სრულმასშტაბიან ომშია.

myfmyo4mhjnxpcs63vjvfrcbma-1696673893.jpg

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში. დილით „ჰამასმა“ დაიწყო მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ამ მდგომარეობაში ვართ. მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები. უპირველ ყოვლისა, ისრაელში შემოჭრილი ტერორისტების გაწმენდის შესახებ გავეცი დავალება. მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს. ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ."- განაცხადა მან.

myquiz