"ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყო, არის მსხვერპლი - რა ვიცით ახლო აღმოსავლეთში მომხდარ მოვლენებზე? | Allnews.Ge

"ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყო, არის მსხვერპლი - რა ვიცით ახლო აღმოსავლეთში მომხდარ მოვლენებზე?

„ღაზას სექტორიდან“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა ფუნდამენტალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ap21135585505813-1696661280.webp

სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, მათ ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ დაიწყეს და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

myquiz