ბრიტანეთის უნივერსიტეტში 2024 წლიდან მაგიის სამაგისტრო პროგრამას ასწავლიან | Allnews.Ge

ბრიტანეთის უნივერსიტეტში 2024 წლიდან მაგიის სამაგისტრო პროგრამას ასწავლიან

დიდი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტი პირველი იქნება, რომელიც სტუდენტებს მაგიის შემსწავლელ პროგრამას შესთავაზებს. პროგრამა ერთწლიანი იქნება და მსურველების მიღება 2024 წლიდან დაიწყება. სამაგისტრო პროგრამის დამთავრებულებს კი, ხარისხი მაგიასა და ოკულტურ მეცნიერებებში ექნებათ.

ახალი სამაგისტრო პროგრამის შინაარსი ძირითადად მაგიის ისტორიის სწავლებაზე იქნება დაფუძნებული. ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, არქეოლოგიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და რელიგიის მცოდნე აკადემიკოსები სტუდენტებს მაგიის ისტორიასა და მის როლზე მრავალმხრივ ცოდნას შესთავაზებენ.

უნივერსიტეტის თქმით, ახალ კურსს სტუდენტები ისეთი კარიერისთვის შეუძლია მოამზადოს, რომელიც მენტორობას, მასწავლებლობას და ასევე მუზეუმთან, ბიბლიოთეკასთან და საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიებს ეხება. მაგიისა და ოკულტიზმის მოდულები მრავალფეროვანი იქნება, ძირითადი მიმართულებები კი ხელოვნებას, ლიტერატურას, არქეოლოგიასა და ისტორიას უკავშირდება.

myquiz