"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო" - ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა
ვიქტორია ბექჰემი მისი მეუღლის ღალატის სკანდალზე საჯაროდ პირველად ალაპარაკდა.
ჭორები 2003 წელს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც დევიდის პერსონალური ასისტენტი, რებეკა გამოვიდა და ფეხბურთელთან რომანზე ილაპარაკა. მას მოგვიანებით მეორე ქალიც მოჰყვა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ფეხბურთელს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა. დევიდის ორივე რომანი ფეხბურთელის ესპანეთში ცხოვრების პერიოდში გამჟღავნდა.
"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო", - აცხადებს ვიქტორია Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში "Beckham", რომლის პრემიერა 4 ოქტომბერს შედგა. ვიქტორიას თქმით, მეუღლის ღალატით ძალიან იყო განაწყენებული და მასზე ბრაზობდა.
Spice Girls-ის ყოფილი წევრი სერიალის პროდიუსერებს უმხელს, რომ მან ტრავმაზე ხმამაღლა მხოლოდ იმიტომ არ ისაუბრა, რომ ქმრის საფეხბურთო კარიერა არ გაენადგურებინა.
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მისმენდა, უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მის საჭიროებებს", - დასძენს ვიქტორია. იხილეთ სრულად