ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა- ფიჯელმა მორაგბემ საქართველოსთან მატჩამდე 2 საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა- ფიჯელმა მორაგბემ საქართველოსთან მატჩამდე 2 საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა

შა­ბათს, რაგ­ბის მსოფ­ლიო თა­სის C ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა მე­სა­მე შეხ­ვედ­რა ფი­ჯის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რა და 12:17 და­მარ­ცხდა.

მას შემ­დეგ, რაც ფი­ჯიმ სა­ქარ­თვე­ლო და­ა­მარ­ცხა, ნაკ­რე­ბის წევ­რი ჯო­შუა ტუ­ი­სო­ვა მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­რაგ­ბედ და­სა­ხელ­და.

თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და და­სას­რულს სპორ­ტსმენს არა­ფე­რი ეტყო­ბო­და რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებ­და მის თავს. ჯო­შუ­ამ მატ­ჩის და­სას­რულს და­ა­რი­გა ავ­ტოგ­რა­ფე­ბი და პო­ზი­რებ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ერ­თად, თუმ­ცა მის გულ­შე­მატ­კივ­რებს წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, რო­გო­რი ტკი­ვი­ლი იმა­ლე­ბო­და მისი ღი­მი­ლის მიღ­მა.

118452717-169116964817945-1438564383343147289-n-37499-1696406913.jpg

მე­დია წერს, რომ ფი­ჯელ­მა სპორ­ტსმენ­მა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე ორი სა­ა­თით ადრე გა­ი­გო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა თა­მაშ­ზე გა­მოს­ვლა მა­ინც გა­და­წყვი­ტა, რათა თა­ვის გუნდს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში დახ­მა­რე­ბო­და.

ნა­ხე­ვარ­დაც­ვის ძა­ლო­ვან­მა მო­თა­მა­შემ, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მა­მის­გან შე­ი­ტყო. 7 წლის ტიტო ხან­გრძლი­ვად ავად­მყო­ფობ­და და ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ლოს ბავ­შვი ფი­ჯის ქა­ლაქ ლა­უ­ტო­კას კლი­ნი­კა­ში იყო.

ტუ­ი­სო­ვას უფ­ლე­ბა მი­ე­ცა სას­წრა­ფო წე­სით შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მან ეროვ­ნულ გუნდში დარ­ჩე­ნა არ­ჩია და დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ მის­მა გუნ­დმა ქარ­თვე­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

capture-37517-1696406936.jpg

სამ­შა­ბათს, პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შის გამო ტუ­ი­სო­ვამ, გა­მო­ტო­ვა შვი­ლის დაკ­რძალ­ვაც. ის საფ­რან­გეთ­ში, ნაკ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ტურ­ნირ­ზე დარ­ჩა. რაგ­ბის სამ­ყა­რომ სამ­ძი­მა­რი და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ჯო­სუა ტუ­ი­სო­ვას გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ფი­ჯის ვარ­სკვლა­ვი საფ­რან­გეთ­ში დარ­ჩა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფი­ჯის ნაკ­რე­ბი 8 ოქ­ტომ­ბერს პორ­ტუ­გა­ლი­ას ეთა­მა­შე­ბა და თუნ­დაც 1 ქუ­ლის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მედ ითა­მა­შებს.

myquiz