რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა | Allnews.Ge

რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა.

ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებულ შეხვედრაზე გააჟღერა. რამზან კადიროვმა კი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტს 2021 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. მანამდე, 2020 წელს, იგი დაინიშნა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ. არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი.

myquiz