"ამბობენ, რომ მას ბოლო დღეები აქვს, უკვე ცოლ-შვილსაც ვერ ცნობს" - რა ინფორმაცია ვრცელდება ბრიუს უილისის ჯანრმთელობაზე?
2022 წლის სექტემბერში გაიგო საზოგადოებამ, რომ ცნობილი "კერკეტი კაკალი" ბრიუს უილისი სამსახიობო კარიერას ასრულებს დემენციის გამო, რომელიც თავდაპირველად ტექსტების დამახსოვრების პრობლემის სახით გამოვლინდა და მას მუშაობაში შეუშალა ხელი. ნელ-ნელა დაავადება პროგრესირდა და მას უკვე გადაადგილებაც უჭირს დახმარების გარეშე.
ოჯახის წევრები, ცოლი, შვილები პირველი და მეორე ქორწინებიდან და დემი მურიც კი - მისი პირველი მეუღლე, ხშირად არიან მის გვერდით და ცდილობენ, ოჯახური გარემო და სიყვარული სულ ჰქონდეს, მკურნალობა და მედიკამენტებიც არ აკლია, თუმცა დაავადებას არაფერი შველის.
ამბობენ, რომ ბრიუსი უკვე ცოლ-შვილსაც ვეღარ ცნობს და ამ ყველაფერს, მეუღლის ფიზიკურად მოვლის სირთულეებთან ერთად, უკვე ძნელად უმკლავდება.