რამდენმა სომეხმა დატოვა ყარაბაღის რეგიონი გასული კვირის მოვლენების შემდეგ? | Allnews.Ge

რამდენმა სომეხმა დატოვა ყარაბაღის რეგიონი გასული კვირის მოვლენების შემდეგ?

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის რესპუბლიკაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 84 770 მოქალაქე ჩავიდა, - ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყარაბაღის მოსახლეობა „აზერბაიჯანის გენოციდურ ქმედებებს” გაურბის.

მათი მტკიცებით, ყველას, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მთავრობა შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფს.

myquiz