"სცემა და სწორადაც მოიქცა, ძალიან ვამაყობ" - კურიერი, რომელმაც ყურანი დაწვა, კადიროვის შვილმა სასტიკად სცემა, რამზანი კი ბედნიერია | Allnews.Ge

"სცემა და სწორადაც მოიქცა, ძალიან ვამაყობ" - კურიერი, რომელმაც ყურანი დაწვა, კადიროვის შვილმა სასტიკად სცემა, რამზანი კი ბედნიერია

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი­სა და "აკა­დე­მი­კო­სის", რამ­ზან კა­დი­რო­ვის შვი­ლი, 15 წლის ადამ კა­დი­რო­ვი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. კა­დი­როვ­მა "ტე­ლეგ­რამis"-არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მისი ვაჟი, ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა კუ­რი­ერს, რო­მელ­მაც ვოლ­გოგ­რად­ში ყუ­რა­ნი დაწ­ვა. ვი­დე­ოს "რე­ზო­ნან­სი" მოჰ­ყვა. შემ­თხვე­ვა სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა ვი­დეო ახლა გავ­რცელ­და/

რა მოხ­და?

ყვე­ლა­ფე­რი კი კუ­რი­ე­რის, ნი­კი­ტა ჟუ­რა­ვე­ლის ქმე­დე­ბით და­ი­წყო. მან მა­ის­ში, ვოლ­გოგ­რად­ში, მე­ჩე­თის წინ ყუ­რა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად დაწ­ვა. მე­ო­რე დღეს ძა­ლოვ­ნებ­მა ის და­ა­კა­ვეს. კუ­რი­ერ­მა ჩვე­ნე­ბა­ში თქვა, რომ ყუ­რა­ნის დაწ­ვა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შეს­თა­ვა­ზეს, სა­ნაც­ვლოდ კი 10 000 რუბ­ლი გა­და­უ­ხა­დეს. რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრ ბას­ტრი­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სურ­და, საქ­მე ჩე­ჩენ გა­მომ­ძი­ებ­ლებს შე­ეს­წავ­ლათ და საქ­მე ვოლ­გოგ­რა­დის სა­სა­მარ­თლოს კი არა, გროზ­ნოს სა­სა­მარ­თლოს გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ამ კვი­რა­ში კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჟუ­რა­ველ­მა (კუ­რი­ე­რი) რუ­სე­თის ომ­ბუდსმენს ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა. კუ­რი­ე­რი წერ­და, რომ იზო­ლა­ტორ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი და მისი 15 წლის ვაჟი, ადამ კა­დი­რო­ვი ეწ­ვივ­ნენ. სა­უბ­რის შემ­დეგ, რამ­ზან­მა ოთა­ხი და­ტო­ვა, ადა­მი დარ­ჩა და ბრალ­დე­ბულს სცე­მა. მოს­კალ­კო­ვამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა ჩეჩ­ნე­თის ომ­ბუდსმენს, სალ­ტა­ევს და­ა­ვა­ლა. სალ­ტა­ევ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უპა­სუ­ხა, რომ ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბას უზე­ნა­ეს დო­ნე­ზე იცა­ვენ და მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი არ მოხ­დე­ბო­და.

ჩეჩ­ნე­თის სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ან­მა პი­რებ­მა, მათ შო­რის ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვ­მა, კა­დი­რო­ვის ვაჟს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს.დე­ლიმ­ხა­ნოვ­მა ბი­ჭის ამ საქ­ცი­ელს პატ­რი­ო­ტუ­ლი და რე­ლი­გი­ის დაც­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი უწო­და. მისი სი­ტყვე­ბით, "ჟუ­რა­ვე­ლი მად­ლო­ბას უნდა იხ­დი­დეს, რომ სა­ერ­თოდ ცო­ცხა­ლია".

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის მე­თა­ურ­მა მა­გო­მედ და­უ­დოვ­მაც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ "პა­ტა­რა კა­დი­რო­ვი ჭეშ­მა­რი­ტი მუს­ლი­მა­ნი­ვით მო­იქ­ცა". თვი­თონ რამ­ზან კა­დი­რო­ვის თქმით კი, უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ, ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მსგავ­სი ხდე­ბა, ომს და­ი­წყებს.

1-teldrudge-putins-warlord-kadyrov-posts-shocking-clip-of-son-beating-man-suspected-of-burning-quran-1695705007.webp

კა­დი­რო­ვი, რო­მელ­მაც ვი­დეო თა­ვის "ტე­ლეგ­რამ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წერს:

"სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დღემ­დე ბევ­რი და­ვაა, იმის შე­სა­ხებ, რომ ადამ კა­დი­როვ­მა სცე­მა ნი­კი­ტა ჟუ­რავ­ლე­ვი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც წმინ­და ყუ­რა­ნი დაწ­ვა და უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­კავ­ში­რეა. იყო თუ არა ასე?

სცე­მა და სწო­რა­დაც მო­იქ­ცა. მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა, ვინც კი წმინ­და წიგნს შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებს და მათ შო­რის, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად დაწ­ვავს, ამით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ათო­ბით მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქეს აყე­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფას და უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნი­კა­ლუ­რი კა­ნო­ნია, რო­მე­ლიც წმინ­და წე­რი­ლებს იცავს, მას­ზე ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვიჩ პუ­ტინს აქვს ხელი მო­წე­რი­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­ლი­გი­უ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­ცუ­ლი. ამას პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ვერ წაგ­ვარ­თმე­ვენ!

გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, დიახ, მე ვა­მა­ყობ ადა­მის საქ­ცი­ე­ლით. ის ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმით, რომ თა­ნა­ტო­ლებ­თან კი არა, არა­მედ უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მო­ში გაზ­რდა სურ­და. ამის გამო, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის იდე­ა­ლე­ბი უყა­ლიბ­დე­ბა. პა­ტივს ვცემ მის არ­ჩე­ვანს“, - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

myquiz