ცნობილი სახეების ძვირად ღირებული სხეულის ნაწილები - ვის რა აქვს დაზღვეული? | Allnews.Ge

ცნობილი სახეების ძვირად ღირებული სხეულის ნაწილები - ვის რა აქვს დაზღვეული?

საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიოს ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროში, სხეულის ნაწილებს იზღვევენ. მათი მრავალმილიონიანი ღიმილი ან ფეხები მილიონობით დოლარად არის დაზღვეული და ზოგჯერ ეს თანხა ნამდვილად საოცარ მაჩვენებელს აღწევს.

წარმოგიდგენთ დეტალებს მათ შესახებ:

დევიდ ბექჰემი

დაზღვეული სხეულის ნაწილები: ფეხები, ტერფები, თითები

თანხა - 195 მილიონი დოლარი

დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო კარიერა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და 14 წლის ასაკში მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. მან ასევე დააარსა "დევიდ ბექჰემის საფეხბურთო აკადემია" ლონდონში და ლოს ანჯელესში.

ფეხბურთის გარდა, ბექჰემი UNICEF-ის სპორტის განვითარების პროგრამაზე კეთილი ნების ელჩი გახდა. იგი მონაწილეობს სხვადასხვა რეკლამებსა და ფილმებშიც.

მის შემთხვევაში, ყველაზე ძვირფასი აქტივია მისი ფეხები. ბექჰემმა ფეხების დასაცავად 70 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზღვევო პოლისი გააფორმა. პოლისი მოიცავს მის ფეხებზე მიყენებული ნებისმიერი დაზიანების ან სხვა გაუთვალისწინებელ გარემოებების ანაზრაურებას.

გარდა ამისა ბექჰემმა, 195 მილიონ დოლარად მთელი სხეულიც დააზღვია.

კრიშტიანუ რონალდუ

დაზღვეული სხეულის ნაწილები: ფეხები

თანხა - 144 მილიონი დოლარი

პროფესიონალი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ 2021 წელს ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის მე-3 ადგილზე იყო.

ვინაიდან ის "რეალ მადრიდის" ერთ-ერთი ვარსკვლავია, ფეხები სოლიდურ თანხაში დააზღვია. მიუხედავად იმისა, რომ პოლისის ზუსტი პირობები უცნობია, რსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს 100 მილიონიდან 144 მილიონ დოლარამდე.

გარდა მისი ფეხებისა, რონალდუს მთელი სხეული დაზღვეული აქვს 200 მილიონ დოლარად. ეთანხმება ნებისმიერ შემთხვევას ანაზღაურებს. იხილეთ სრულად

myquiz