კადიროვი ირწმუნება, რომ კლინიკაში ბიძასთან დადიოდა: რა ვიდეოს აქვეყნებს ჩეჩნეთის ლიდერი? | Allnews.Ge

კადიროვი ირწმუნება, რომ კლინიკაში ბიძასთან დადიოდა: რა ვიდეოს აქვეყნებს ჩეჩნეთის ლიდერი?

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბი და "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ჩეჩ­ნე­თის მუდ­მი­ვი მე­თა­უ­რის და პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის "ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცის" რამ­ზან კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხვა ვა­რა­უ­დი: ზოგი ამ­ბობ­და, რომ კა­დი­რო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, ზო­გის თქმით კი კო­მა­ში იყო, თუმ­ცა 17 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ კა­დი­რო­ვი წვი­მა­ში სე­ირ­ნობ­და.

ახლა კი, კა­დი­როვ­მა "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე გა­მო­აქვყნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ რე­ა­ლუ­რად მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვამდყო­ფო­ში ბი­ძას სტუმ­რობ­და. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ე­ბი ჭო­რებს ეყ­რდნო­ბოდ­ნენ და მკი­თხველს ატყუ­ებ­დნენ

რამ­ზან კა­დი­რო­ვი:

- მე­გობ­რე­ბო, ამ დღე­ებ­ში ჩვე­ნი ოჯა­ხი ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი ბი­ძის მა­გო­მედ აბ­დულ­ხა­მი­დო­ვიჩ კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. დი­დე­ბა ყოვ­ლის­შემ­ძლეს, ის უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. მოს­კოვ­ში სა­მუ­შაო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე ვეს­ტუმ­რე ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, სა­დაც ის კარგ ხა­სი­ათ­ზე დამ­ხვდა. სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წოლ­შიც კი კარ­გად იქ­ცე­ვა და შანსს არ უშ­ვებს ხე­ლი­დან ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ბრძა­ნე­ბე­ბი გას­ცეს. გა­ვა­ხა­რე ჩემი ძვირ­ფა­სო ბიძა, მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვე და ჩემი ძვირ­ფა­სი დე­დის გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი გა­და­ვე­ცი.

ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი ნამ­დვი­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. მათი წყა­ლო­ბით ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი ბიძა ყოვ­ლის­შემ­ძლე ალა­ჰის ნე­ბარ­თვით რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. ასე­ვე კო­მენ­ტარს გა­ვა­კე­თებ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე. დი­დე­ბა ყოვ­ლის­შემ­ძლეს, ცო­ცხა­ლი და კარ­გად ვარ და სა­ერ­თოდ არ მეს­მის, რა­ტომ უნდა იყოს აურ­ზა­უ­რი თუნ­დაც ჩემი ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში? თუმ­ცა ამას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - ახლა აუ­დი­ტო­რი­ამ იცის, რო­მე­ლი მე­დია და რო­მე­ლი პი­რე­ბი ატყუ­ე­ბენ ღიად მკი­თხველს.

myquiz